ბრალდების მხარემ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე სიტყვა გააწყვეტინა და მოსამართლეს სთხოვა, “ბრალდებულს მხოლოდ ბრალთან დაკავშირებით ესაუბრა, რადგან ის უკვე 20 წუთია, განცხადებას აკეთებს”.
მოსამართლემ პროკურორს უპასუხა:
“როდესაც ბრალდებული მოდის სასამართლო სხდომის დარბაზში, მან პოზიციაც უნდა დააფიქსიროს ბრალდებასთან დაკავშირებით და ასევე მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება. ბრალი რომ წავიკითხე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ასე ედავებით ბრალდებას, ხო? შესაბამისად, უნდა ისაუბროს, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში დაუსწრებლად ვიხილავდით საქმეს. ძალიან ბევრი პროცესი გვაქვს ჩატარებული, ძალიან ბევრი მოწმე გვყავს დაკითხული საათობით და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს მოსმენილი. ის პირველად წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და მას აქვს უფლება განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების. ამაში ჩვენ მას საათობრივად ვერ შევზღუდავთ, იმიტომ რომ კანონი მას აძლევს უფლებას გამოთქვას აზრი და განცხადებისთვისაც რეგლამენტს ვერ დავაწესებთ.”
კომენტარები