ბელარუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ ერთ-ერთ რეგიონში მოსახლეობას სიტყვით მიმართა და თქვა:
“გავხსენით მათთვის საზღვრები კათოლიკური აღდგომის წინ და რადუნიცაც არის რამდენიმე დღეში. ჩამოვიდეს ხალხი პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან თავიანთი ახლობლების სასაფლაოებზე, როგორც ეს ყოველთვის იყო. დავუშვი ვიზების გარეშე. ისინი არ უშვებენ თავიანთ ხალხს ბელარუსში. რატომ? რადგანაც ხალხი ჩამოდის ჩვენთან მარილის საყიდლად. მარილი არ აქვთ! დიდებული, მდიდარი დასავლეთი და მარილი არ აქვთ! და მათი ხალხი რომ არ ამბობდეს იმას, რომ ბელარუსები ნორმალურად ცხოვრობენ, მათ უბრალოდ არ უშვებენ. სულ ესაა მათი დემოკრატია. მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა. სულ მაკრიტიკებდნენ – დიქტატურა, დიქტატურა, სამაგიეროდ წესრიგია.”
კომენტარები