იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, თემურ კალანდაძე, ქუთაისში, ბანკის შენობასთან ახლოს მივიდა, ვიდეოში, რომელიც ბანკიდან ვრცელდება, მამაკაცი კითხულობს: –შეიძლება გავაღო ფანჯარა?”, როგორც ჩანს, თავდამსხმელმა დაუდასტურა.
შედგა დიალოგი თემურ კალანდაძესა და მძევლებს შორის:
–ბიჭებო ნუ დაგვღუპავთ, წადით რა გეხვეწებით… გემუდარებით, წადით.
–დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, დაწყნარდი შენც იქ. მითხარით, აბა, პატივცემულო, რისთვის….
–რა ვიცი, დააკმაყოფილე ეს კაცი და გაგვიშვი ჩვენ, მეტი არაფერი არ გვინდა, ამას გვთხოვს და თან ლაივი გადავიღო, ამას გვთხოვს.
–ვაკმაყოფილებ, დაწყნარდით, დაწყნარდით, დაწყნარდით–მეთქი.
–დაწყნარებული ვარ
და დამშვიდდით, ეს ქალბატონი გააჩერეთ. ეს არის ყველაზე… თქვენ რა გქვიათ? რა გვარი ხართ? ივანე ხეცურიანი. ხოდა, მერე დაგვიდექით გვერდში.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ფანჯარა დაიხურა, მძევალს ეკითხებიან – რაო?
–არ ვიცი, ითხოვს გაჩერებას და… – პასუხობს ვიდეოს გადამღები.
მედიის ცნობით, ვრცელდება ასევე კადრები იმის ამსახველი, რომ ერთ მძევალს ხელი აქვს შეკრული. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ერთი ქალბატონი თავს ცუდად გრძნობს.
გარდა ამისა, საუბრის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მძევალი ქალების გაშვებასა და ან ჩანაცვლებაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა, სავარაუდოდ, შეთანხმება ვერ შედგა.
კომენტარები