ახალციხის კლინიკა “იმედის” ექთანი მეგი ბაქრაძე 18 მარტს, 12:15 წუთზე აიცრა და უშუალოდ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, რაც „მეცხრე არხის“ კამერამაც აღბეჭდა. ჩვენ მას აცრის შემდეგ გავესაუბრეთ. ექთანი აცრის აუცილებლობას უსვამდა ხაზს და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობდა.
კლინიკა „იმედის“ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამის შემდეგ გაუკეთეს. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჯგუფი კლინიკაში, ექთნის აცრიდან, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. სწორედ ამ პერიოდში ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ.
ექთნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს შესაბამისი მკურნალობა არ ჩაუტარდა, რასაც კლინიკაში კატეგორიულად უარყოფენ.
კომენტარები