აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე:
„ვისაც ჩემი ფლეილისტი გაინტერესებთ, სამი სიმღერა მიყვარს ყველაზე მეტად: ერთი მიყვარს „საქართველოო ლამაზო“, ერთი მიყვარს „წვიმა მოგონებებს ასველებს“ და მესამე მიყვარს „ერთხელ გაკოცებ და წავალ“.
ბათუმის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კირთაძე დაინტერესდა, იმყოფებოდა თუ არა თორნიკე რიჟვაძე 30 მაისს სასტუმრო რედისონის ლაუნჯში რუს ოფიცრებთან ერთად.
მინდა, რომ მართლა თქვათ, ან შვილები დაიფიცოთ ან კაცური სიტყვა გვითხრათ, რომ რუს ოფიცრებზე სიმღერის დროს, თქვენ ღვინის ჭიქით ხელში არ იჯექით იმ სუფრაზე, უბრალოდ გვითხარით, კაცურად გვითხარით, რომ ეს ამბავი არის ტყუილი“ – იკითხა კირთაძემ.
რიჟვაძემ განაცხადა, რომ რუსული სიმღერისთვის რედისონში არ მოუსმენია.
კომენტარები