ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და ემოციურ ისტორიას გვიყვება:
„გამოვდივარ გარეთ და მხვდება ადამიანი, რომელიც წრეს ურტყამს კორპუსს. დამინახა და ამინთო შუქები გიორგი ექიმო, გიორგი ექიმო გავაჩერე მანქანა და მომიყვა ისტორია, რომელიც ემოციური იყო.
ამ ადამიანმა მომიყვა, რომ დედამისს აქვს თავის ტვინის სიმსივნე. ეს არის სიმსივნე, რომელიც ზრდასრულებში ყველაზე ხშირად არის გავრცელებული და თან ძალიან აგრესიულია. მის წინააღმდეგ მედიკამენტების უმრავლესობა არაეფექტურია და ქირურგიული ჩარევა იძლევა მხოლოდ დროებით ეფექტს…
ამ ადამიანს დედა ჰყავდა ყველა ექიმთან წაყვანილი, ვინც კი საქართველოში არსებობს, იმის იმედით, რომ ვინმე ექიმი დახმარებოდა.
ეს ადამიანი რამდენიმე დღე ქუჩა-ქუჩა მეძებდა და ჩემი თავი გამახსენდა, როდესაც დედაჩემს ასე უჭირდა მეც ასე ქუჩა-ქუჩა დავიოდი…
ერთადერთი იმედი ასეთ დროს ექიმია, მაგრამ მიდიხარ ექიმთან და ისიც ვერაფერს გეუბნება… ძალიან ძნელია ადამიანს უთხრა, რომ მდგომარეობა არის უიმედო. მეჯავრება ზოგჯერ ონკოლოგია, ერთი მხრივ სიხარულია, როცა პაციენტს შეგიძლია დაეხმარო, მეორე მხრივ, გიწევს იმის ყურება, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი გარდაუვალ სიკვდილს…”
კომენტარები