სუსი ეკა ბესელიასაც უსმენდა. პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ადასტურებს, რომ საუბარი, რომელიც საიდუმლო ფაილებში არის მასსა და სასულიერო პირს შორის, ნამდვილად შედგა.
ჩანაწერის მიხედვით ეკა ბესელია დავით ჭინჭარაულს აცნობს ინფორმაციას, რომ ის დაუკავშირდა კობახიძეს და შეატყობინა, რომ აუცილებელია საკითხის განხილვა ნარკოლიბერალიზაციის შესახებ.
მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწემ, დავით ჭინჭარაულმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნებისას სახალხო დებატების დროს ოპონენტების მისამართით გაჟღერებული ლანძღვა-გინება და ზღვარგადასული ქმედებები, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მკაცრი ზომების მიღება რასაც დაეთანხმა ეკა ბესელია”, – აღნიშნულია ჩანაწერში.
ეკა ბესელია კომენტარს “ფორმულასთან” აკეთებს და ამბობს:
“გამაცნეს რამდენიმე ჩანაწერი რაც უკანონოდაა მოპოვებული როდესაც ვიყავი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და მქონდა მუდმივი კონტაქტი საპატრიარქოსთან. რასაც გავეცანი ვადასტურებ. ნამდვილად მქონდა ეს საუბარი და ეხებოდა კანონის ცვლილებას მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებულ გადასახადებს. მეორე საკითხი ეხებოდა მარიხუანას ლეგალიზაციის ირგვლივ მღელვარებას. ეს შეხვედრები იმართებოდა ოფიციალურად . მე ახლოს ვარ ბევრი წელია უკვე პატრიარქთან და ასევე მამა დავით ჭინჭარაულთან, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. ვცდილობდი მეპოვა ყველაზე კარგი გამოსავალი იმ დაძაბულ პერიოდში . ამ საუბრებს უკანონოდ იწერდნენ, ეს არის 2017-18 წლები. ამით დასრულდა მითი, რომ მხოლოდ წინა ხელისუფლება უსმენდა ყველას !!! ქართული ოცნებაც უსმენს უკანონოდ ყველას.”
კომენტარები