რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
“ენკას წარმომადგენლები მოდიან ბლოკპოსტთან ჩვენ არ ვუშვებთ, რა თქმა უნდა ისინი წინააღმდეგობას არ გვიწევენ და უკან ბრუნდებიან, დაახლოებით სამი თვეა ასე იქცევიან და თან დრონით იღებენ ამ კადრებს. იცით, რომ ხეობაში შეჩერებულია სამუშაოები, ასე ყოველ დღე მოდის ორი მანქანა, მერე ჩვენ უკან ვაბრუნებთ და თან ამ პროცესს იღებენ. რაღაც ორმაგი სტანდარტივით აქვთ – როდესაც ჟურნალისტები ოფიციალურად მიმართავენ ენკას, ამბობენ რომ ჩვეულებრივად სამუშაოები გრძელდება და მეორე ხელისუფლებასთან აქვთ სხვა ტიპის კონტაქტი, რაც გულისმობს იმას, რომ იღებენ ამ პროცეს თითქოს მომავალში, რომ მოუწიოთ არბიტრაჟში წასვლა ეს კადრები როგორც ჩანს გამოადგებათ, იტყვიან ხელისუფლება არ გვიშვებს და ჩვენ ვმუშაობთო.”
კომენტარები