უკრაინელებმა შავ ზღვაში ოკუპანტების სამხედრო გემი “მოსკოვი” დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამ-არხებში ავრცელებენ.
ცნობილი ხდება, რომ კრეისერი რაკეტა “ნეპტუნების” იერიშის შედეგად განადგურდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს:
როგორი მოულოდნელობაა, ძლიერი ხანძარია გემზე, შტორმია, ვერ ვახერხებთ დახმარებას, არ ვიცით რა მოხდა, იქნებ, ორმა მეზღვარმა მოწია სიგარეტი არასწორ ადგილას, იქნებ მომდევნო ჯერზე დაარღვიეს უსაფრთხოების წესები, არ უმართლებთ. მინდა ვთქვა, რომ ეს ის სამხედრო გემია, რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა “на х*й”-ზე გაუშვეს
კომენტარები