პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს:
“დღეს მინდა ვისაუბრო სკოლების გახსნაზე. დავამარცხეთ ჩვენ კოვიდი, თურმე, მოსახლეობას უკვე ჯოგური იმუნიტეტი აქვს, ალბათ, ან ყველა არის ვაქცინირებული? გილოცავთ ასეთ მაგარ გადაწყვეტილებას. მმართველმა გუნდმა ვერ გაუძლო წნეხს და მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად უსუსურია, რომ შემრცხვა…. როცა მიხეილ სააკაშვილზე ვთქვი, რომ შეეშალა და შეცდომაში შეიყვანეს მალტასთან და ვაქცინებთან დაკავშრებით, – დამესია ხალხი, გამლანძღეს და დავისვენე, რადგან ზოგი არხის მაგის მერე აღარ მაშუქებს… ეს არის სახელმწიფოს რეალობა. გულღია სწორი ინფორმაციის გაჟღერება არავის უნდა.
მე როგორც ექიმი, ვხედავ, რომ ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ. როგორ შეიძლება ადამიანმა 1 წელი ვერაფერი ისწავლო? ნოემბერი ყველას დაავიწყდა, ზაფხული ყველას დაავიწყდა, ვირუსი წავიდა, რეგულაციები დაალაგეთ? რა გახსნაზეა საუბარი?
რას ხსნით, ხალხო, გამაგებინეთ, სკოლებს ხსნით? მთელ ევროპა შეშინებულია რადგან აპრილში იქნება მესამე ტალღა. ჯინი გამოიპარა ყუთიდან, ეს ჯინი არის ბრიტანული, აფრიკული და ბრაზილიური ვირუსი. მუტირებული ვირუსი დაბოდიალობს ყველგან – ჩვენთანაც არის შემოსული, რატომ ვიტყუებთ თავს? ომი იყო ნოემბერში, განვცალკევდით, ახლა ვემზადებით და აპრილში იქნება შემდეგი შეჯახება, თუ ვიქნებით შეიარაღებული, ვერაფერს გვიზამს და თუ არ ვიქნებით შეიარაღებულნი გადაგვივლის ბოლომდე.
ყველაფერი უნდა გაიხსნას, ორონდ მკაცრი რეგულაციებით:
სამედიცინო პირბადე!
ორმეტრიანი დისტანცია !
ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში!
უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა დაინფიცირებისაგან!
სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე!
ამდენი გაუნათლებელი სად შეიკრიბეთ? ბავშვები არა გყავთ? რომ იღებთ გადაწყვეტილებას, ხომ უნდა დაფიქრდეთ?
რა გჭირთ? ეს უკვე მავნებლობაში გადადის – არჩევნებამდე კიდევ რაღაცას აკეთებდნენ, ვიღაცას რაღაცას ეკითხებოდნენ და ახლა ბულდოზერივით მიდიან და სისულელებს აკეთებენ…
სკოლაზე მაქვს საუბარი, სკოლა, ხალხო, გაიხსენებთ ჩემ სიტყვებს… რაც ვთქვი რა არ შესრულდა? სუფთა მეცნიერებაზე დაფუნებულ ინფორმაციას გაწვდით – სხვა ქვეყნებს ვაძლევ რჩევებს და მიჯერებენ და საქართველოში – არა. ეს პენსიონრები გაუშვით სახლში, ხომ ხედავთ რას გვიშვებიან? ხომ უნდა მიხვდე, რომ ვერ აკეთებ, აღიარე და წადი რა.
რა ჭირს ამ ქვეყანას რომ სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა, ყველა არის რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის წევრი, რა შუაში პოლიტიკა, როცა ბავშვზე ვაპარაკობთ?
მთავრობა არადეკვატურად იქცევა, არადეკვატურად კეტავს, არაადკვატურად აღებს.
ბევრს ჰგონია, რომ მე ვარ ჩაკეტვების მომხრე, კი ვარ, მაგრამ როგორი ჩაკეტვის მომხრე ვარ? ჩავიკეტოთ და მოვემზადოთ და ისე გავიხსნათ. 2023 წლამდე ვიქნებით ასე, ხომ შეიძლება ჭკვიანურად გავიხსნათ? ცხვრების ფარასავით გვატარებენ, მარცხნივ, მარჯკვნივ… ოჯახებია, ბავშვებია, ბიზნესი…განადგურდა ქვეყანა… თუ რამე ბიზნესი იყო, ყველა გაკოტრდება.
მსოფლიოშია გაკოტრებული ტურისტული ბიზნესი და საქართველოში რა მოუვა? ტყუილს რომ გვეუბნებიან, რატომ გვიხარია, აი ერთ თვეში გაიხსნება ქვეყანა და მილიონობით ტურისტი შემოვა და შენ პირს შაქარი… სად მოდიან? ტუალეტი ვერ აგიწყვია, სამედიცინო პირბადის ხარისხი ვერ დაგილაგებია ქვეყანაში, ვაქცინას ვერ აკეთებ…
კაი, ბიზნესში გადავარდი, ჯანდაბას, აღარ ვსაუბრობ რა ხდება საავადმყოფოებში და აფთიაქებში, მაგრამ ბავშვებმა რა დაგიშავათ? ამ პატარა ანგელოზებმა რა დაგიშავათ? რას ჰქვია ხსნი სკოლას – სამედიცინო პირბადე ყველასთვის სავალდებულოა, უნდა იყოს მოწყობილი 2 მეტრიანი დისტანცია, არ შეიძლება კლასში იყოს 30 ბავშვი. ნახეთ რა გააკეთეს ჩინელებმა? ჩაკეტეს ქვეყანა, ჩააცვეს პირბადეები და 2 მეტრიანი დისტანცია. მიდიან ბავშვები სკოლებში ფარებით და ნიღბებით, ასხამენ სადეზინფექციო ხსნარს, მერე სხედან კლასებში 2 მეტრიანი დისტანციით და ჩადგმული ბარიერები, როგორც ტელევიზიებშია ისეთი. ტელევიზიაში კი არა, სკოლებში უნდა იყოს ეს ბარიერები და რომელი სკოლაც ამას ვერ გააკეთებს, ის სკოლა არ უნდა გაიხსნას – ეს არის დანაშაული!
მშობელი ხარ ხო? არ გაუშვა ბავშვი სკოლაში…
მიტინგებს რომ აწყობ კიდევ, 2 მეტრიანი დისტანციით გააკეთე აქცია… ხომ არ ვიძახი არ ჩაატარო, უნდა ჩაატარო, მაგრამ დისტანციით… პროტესტი არის სწორი გზა – რაღაცას არ ეთანხმები? გამოდი და გააკეთე… 100 ადამიანი რომ გახვალ, გააკეთე 2 მეტრიანი დისტანციით, ტელევიზორშიც უფრო კარგად გამოჩნდებით.
სკოლებს რომ დავუბრუნდე – რა დააშავეს ბავშვებმა რომ დიდებს ჭკუა აკლიათ? როგორ შეიძლება მოუმზადებელი სკოლის გახსნა? ტუალეტები არ გაქვს მოწესრიგებული…. ყველა სკოლა კი არ უნდა გახსნა, გახსენი ის, რომელიც არის მზად. ბიუჯეტში ფული არ გაქვს? მშობლები ჩაერევიან ბოლოს და ბოლოს – ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლები იყოს ყველაზე დაცული.
საავადმყოფოს ხომ ვერ მივხედეთ, ყველა საავადმყოფო, ყველა პოლიკლინიკა არის ინფექციის გავრცელების წყარო! სკოლა უნდა იყოს ყველაზე დაცული შენობა. დეზინფექცია კი არა, ისეთი სტერილური უნდა იყოს, როგორც საოპერაციო. ერთი კლასი მეორე კლასს არ უნდა შეხვდეს, გააკეთე 3-4 სმენა. დასვენებაზე ბავშვების ნაწილი გამოუშვით ჯერ და მერე მეორე ნაწილი.
მაშინ გააკეთეთ ცალკე სკოლა და იქ ისინი ივლიან, ვისაც კოვიდის არ სჯერა, აბა რა ენაზე ვთქვა მეტად, აღარ ვიცი.
მე 2 დიშვილი მყავს. ვიღაცაზე კი არ ვსაუბრობ, ჩემ დიშვილებზე მაქვს საუბარი, ხვდებით? მეტი რა უნდა გითხრათ.
მიწერეთ განათლების სამინისტროს, ააფეთქეთ მესიჯებით… ხომ ხედავთ რომ ესენი გაბოლებენ, თავადაც დაბოლილები არიან, ალბათ, არ ვიცი… ეს არის თქვენი ბავშვების ჯანმრთელობა, მიხედეთ და მოითხოვეთ რეგულაციები. აი, სად უნდა იყოს დაუმორჩილებლობა – მშობლები 2 მეტრიანი დისტანციით სკოლების წინ და უნდა ჩაკეტონ სკოლა – სანამ არ მოწესრიგდება, რომ არ გაიხსნას. ხედავთ, რო ქვეყანა ვერ იმართება ადეკვატურად – თქვენ მიხედეთ.
მიყვარხართ ძალიან და მჯერა, რომ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ.”
კომენტარები