სერგო ძაგნიძე – შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის დირექტორი, ეს ის პირია, რომელსაც ვახო სანაია გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს.
“ყველაფერზე ხელის მომწერია, ყველაფრის გამპრავებელია… ეს არის კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში და ახლა სხვა დანაშაულებების გახსნას ავალებენ. ის პირველივე წუთებიდან იყო იქ, სადაც გიორგი ესვენა, ყველა მტკიცებულებასთან ჰქონდა შეხება. გააყალბა მტკიცებულებები, ფალსიფიცირება გააკეთა… მას ჰქონდა დავალება, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა დაეყვანა ყოფით საკითხამდე. გიორგი ტელეეთერში იმყოფებოდა და მის სახლში შუქი აინთო… მან ეს ჩვენება გვერდზე გადადო და ის ქალი, ვინც ეს ჩვენება მისცა, დევნიდნენ… იპოვეს ძალიან საეჭვო წარსულის ხალხი, რომელიც ამას მოჰყავდა გამოსაკითხად… დათო გელაშვილის ჩაწერა მოხდა ციხეში და მან თქვა, მიშველეთ, მეუბნებიან, რომ ფულს მომცემენ, მალე გამომიშვებენ, რაზეც უნდათ დამიჭირონ, მაგრამ მე კაცის მკვლელობას არ “შევიტენი”… როცა მას ვერ დააბრალეს გიორგის მკვლელობა, ყველა ეს ჩვენება გადადეს და სხვა ჩვენებები დააწერინეს, სადაც უკვე ხურცილავას ადებდნენ ხელს…” – ამბობს ვახო სანაია, “ტვ პირველთან”.
“ტვ პირველმა” სერგო ძაგნიძეს ვერც სახლში მიაკვლია და ვერც სამსახურში.
ადვოკატები ღიად ამბობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, გამოძიება მიჰყავს იმ მხრივ, რაც მათ სურთ.
ზურაბ ჟვანიას საქმე, ომეგას საქმე, შალვა თათუხაშვილის საქმე – ეს ის საქმეებია, რომელზედაც დაწერილ დასკვნებზე ადვოკატებზე ისაუბრეს რეპორტაჟში.
ადვოკატები ამბობენ, რომ აქამდე ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ექსპერტი დასჯილიყოს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ისჯება დასკვნის გაყალბება.
კომენტარები