დავით ოქიტაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს:
ეს უნიკალური კადრები საპატრიარქოს ტელევიზის არქივიდან მოგვაწოდეს.
27 სექტემბერს 27 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან….
27 წლის წინ აფხაზეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა – ეთნიკური ქართველები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, იძულებული გახდნენ სვანეთის მთებით, ქარბუქში, ყინვასა და გრიგალში ჭუბერისკენ მიმავალი გზით თავი დაეღწიათ მდევარისთვის; სხვა გზა მათ არ დაუტოვეს და გაუშვეს გარდუვალ სიკვდილზე…
ამ გზისკენ მიმავალმა 22 წლის ირმა ინაშვილმა სოხუმში წერილი დატოვა, რომ ის კვლავ დაბრუნდებოდა აფხაზეთში, ღმერთს შეავედრა ეს სურვილი და მას მერე ყველა მისი ქმედება აფხაზეთში დაბრუნებისკენ არის მიმართული; ჭუბერისკენ მიმავალი გზის ვიდეო-კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ართმევს მამას პატარა ჩვილ ბავშვს ირმა ინაშვილი, რათა მიეხმაროს და ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს სვანეთისკენ მიმავალი გზის სიმძიმე;
22 წლის პატარა გოგო, დღეს კი უკვე შემდგარი პოლიტიკოსი, ყველა ღონეს ხმარობს, რათა დევნილები თავიანთ მშობლიურ სახლებს დაუბრუნდნენ და წინაპრების საფლავებზე სანთლები დაანთონ;
27 წლის მანძილზე დევნილების ოჯახებში დაბადებულმა შვილებმა და შვილიშვილებმა რიწის ტბაზე ცოცხალი ზღაპარი ნახონ; ათონის მღვიმის ბრჭყვიალებამ ისევ მონუსხოთ; კინთხის ზღვამ და ბიჭვინთის ყურემ ჩურჩულით თქვას – მშვიდობა თქვენს დაბრუნებასო ……
ჩემო ირმა, გულს ნუ გაიტეხ, თუ შინაური თუ გარეული ცილისწამების მორევში გხვევენ.ასე ყოფილა ოდითგან; მე ზუსტად ვიცი, რომ ირმა ინაშვილი და მასთან ერთად გულანთებული ქართველები ამას შეძლებენ; აფხაზეთი – ჩვენი იერუსალიმია; გოლგოთას გზა რთულია, მაგრამ გამარჯვების მომტანია სიკვდილსა და ბოროტებაზე”
კომენტარები