ნიკა გვარამია, რომელიც გლდანის ციხესთან მივიდა და მიხეილ სააკაშვილის ნახვას ითხოვს, ძალის გამოყენებით გაწიეს ციხის შესასვლელიდან.
ნიკა გვარამია:
“რა საჭიროა ყველგან კრიმპოლი? პატრულს სჭირდება დასაცავად კრიმპოლი? პატრული მოკვდა? პატრულის უფროსი მაინც მოსულიყო. ვარ ადვოკატი და მინდა შესვლა. პოლიციას არ ვემორჩილები კი არა, კაცს კლავენ, შიგნით, ბიჭო… ჭამა ხომ გამოაქვეყნეს? ე.წ. ჭამა და არც ერთი მტკიცებულება, რომ კარგადაა, არ გვაქვს, არც ერთი.”
კომენტარები