რუსო – ამ შეძახილებით შეაწყვეტინა ირაკლი კობახიძეს ბრიფინგი ოპოზიციამ. საქართველოს პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
“კობახიძე, შენ ხარ რუსის ჯაშუში” – მიმართავს ანი წითლიძე ოცნების თავმჯდომარეს. კობახიძეს წითლიძისგან ჯერ რიმა ბერაძე იცავდა, შემდეგ კი მანდატურებიანად კობახიძეს “ოცნების” სხვა წევრებიც გადაეფარნენ.
“ოცნებას” გამოყოფილი მაჭარაშვილი კი პასუხად წითლიძეს “ამერიკის ჯაშუშს” უწოდებს.
საკანონმდებლო ორგანოში დაძაბულობა დილიდან დაიწყო. მიზეზი სებ-ის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ეფესბეს აგენტ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ოპოზიცია სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას იმპიჩმენტს ითხოვდა.
კომენტარები