აქციაზე დაშავდა ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, თუმცა, ის მალევე ვიდეოს ავრცელებს, ისევ აქციიდან და ამბობს:
“გამარჯობა ქოცებო, რაღაც მომენტში მეგონა, ვკვდებოდი, ვერ ვისუნთქე, სასწრაფო რომ არ მენახა და ჟანგბადი არ მოეშველებინათ, არ ვიცი რა მეშველებოდა., მაგრამ ახლა ვარ ისევ რუსთაველზე, ნახეთ, რამდენი ხალხია ისევ, გგონიათ, გაზით შეაშინებთ ადამიანებს? გგონიათ ეს გაგივათ? არა, გადავრჩი. მეგონა ბოლო ამოსუნთქვა იყო, მაგრამ არსად ვაპირებ წასვლას. ეს არის ისტორიული ღამე საქართველოსთვის. დღეს ქართულმა ოცნებამ გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული ეს იქნება განაჩენი საქართველოსთვისაც, თუ მარტო ქართული ოცნების განაჩენები. ჩვენ თუ ახლა წავედით სახლებში და დავიძინეთ, დაგვივიწყებს ყველა, მთელი მსოფლიო, ჩათვლიან რომ ჩვენ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას. მე არ ვაპირებ რუსეთში ცხოვრებას!”
კომენტარები