ზეინაბ დიასამიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს, ვიდეოებს და წერს:
SOS !!! ბათუმში წარღვნაა…
დატბორილია სრულიად ქალაქი და ადამიანები მოვარდნილ წყალს და სანიაღვრეებიდან ამოვარდნილ ფეკალიებს იგერიებენ…
შველას ითხოვენ!!!!
ეხლა კი ეტიკეტის და ზრდილობის ნორმებს გადავაბიჯებ და მივმართავ ქალაქის და რეგიონის წასულ-მოსულ უთავო თავებს, რომლებიც ასე აქტიურად ამაყობენ და გვაყვედრიან რომ ქალაქის ”აღმშენებლობას” ეწევიან….
გამოეთრიეთ და გამოათრიეთ თქვენი უზნეო, უნამუსო, გაუმაძღარი (ღორი) ინვესტორები, რომლებსაც ასე ”კრიშობთ” და რომლებიც თქვენ ”პირველ სკრიპკებს” გეძახიან და თავი კი ღმერთები ჰგონიათ და ღმერთებს ეპაექრებიან…
კოვიდ 19 უკან მოგრჩებათ!…ქოლერის ეპიდემიას დაელოდეთ!!!გაეცით ბათუმლებს… მოქალაქეებს პასუხი!!!!!!!!!
სოფელ ჯოჭოში და ერგეში მეწყერი ჩამოწვა დაკარგულია ადამიანები… გზა აღარ არის…დიდი ლოდებით არის ჩახერგილი …თანაც ეს ის ლოდებია, რომლითაც ”ამოყორეს” გაზგაყვანილობის თვეობით გადათხრილი გზები!!!! ვინაც მეწყერს გადაურჩა… მოსახლეობას სახლებში შეუვარდა მოვარდნილი წყალი!!! აჭარისწყალზე ადიდებულმა მდინარემ მანქანები მძღოლებიანად გაიტაცა…ძირითადად პოსტზე მყოფი ახალგაზრდა ტაქსისტები.
ეს ღამის 23:00 საათის კადრებია, დილის 5 საათიდან სტიქია ორმაგი სიმძლავრით განახლდა და წარმოდგენაც არ მინდა რა მდგომარეობაშია მოსახლეობა ქალაქშიც და აჭარის მახლობელ სოფლებში…
13 საათიდან ისევ იწყება და გვიან ღამემდე ისევ კოკისპირული წვიმაა პროგნოზით დღეს.
ეს კადრები ეხლა გამომიგზავნეს!
ძველ ბათუმში…ჟორდანიას ქუჩაზე უკანონოდ დანგრეული ისტორიული სახლის ადგილას ნებართვა გაცემულია 5 სართულზე… ეხლაც… ამ წუთებში…
წარღვნაგამოვლილ და გაუბედურებულ ქალაქში…
უკანონობის პარადი გრძელდება და უნებართვოდ მიმდინარეობს მე-6- მე-7 სართულების დასხმა
არაფერი არ აჩერებთ!!!არც სტიქია, არც ადამიანების და ქალაქის გასაჭირი და ტრაგედიები!!!
სად გეჩქარებათ?!… ღრმადპატივცემულებო?! გეყურებათ?!
კომენტარები