ანალიტიკოზი, თორნიკე შარაშენიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და წერს:
“გარდაიცვალა თამაზ გამყრელიძე – კაცი რომელმაც გაიტანა 9 აპრილის ამბავი მთელ მსოფლიოზე
ვიპოვე თამაზ გამყრელიძის გამოსვლის სრული ჩანაწერი. ეს ის გამოსვლაა რომელსაც ელოდა მთელი საქართველო და რომელზეც ბოლოსდაბოლოს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის პარლამენტის ტრიბუნიდან ითქვა სიმართლე 9 აპრილზე.
გამოსვლის შემდეგ ტაშისკვრით ფეხზე წამოდგნენ ბალტიელები და მოსკოველებიც (ყველაზე პროგრესულები ბალტიელებისა და ქართველების შემდეგ).”
შეგახსენებთ, 91 წლის ასაკში აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა.
კომენტარები