ექიმმა ლევან რატიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და პროტოკოლზე ისაუბრა:
ჩვენ გვაქვს სახელმწიფო პროტოკოლი, რომელიც თანმდევია მსოფლიო ჯანდაცვის პროტოკოლის.
ატეხილია აჟიოტაჟი წამალ ტოცილიზუმაბი, მიჩნეულია გადამრჩენელ პრეპარატად და ეს ასე არ არის ნამდვილად. არ არის დადგენილი, რომ 100 პროცენტით გამოაჯანმრთელებს კოვიდპაციენტს.
გატარებული გვყავს 10 000 მდე ჰოსპიტალიზირებული პაციენტი, სულ 10 შემთხვევაში გამოვიყენეთ ცოტილიზუმაბი. ანუ, არ წარმოადგენს ეს იმ სამკურნალო საშუალებას, რომელიც 100 პროცენტით გადაარჩენს კოვიდდაავადებულ ადამიანებს.
დღეს შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, იზრდება ვაქცინირებულთა რაოდენობა, მალე დადგება მომენტი, როცა პოპულაცია, 70 პროცენტი, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, ჩამოუყალიბდებათ იმუნიტეტი.”
კომენტარები