მომღერალი აჩიკო მეფარიძე “პროფილის” სტუმარი იყო, სადაც საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე ისაუბრა:
“ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, ბევრ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება. ცხოვრება ეწყობა ისე, როგორც მას უნდა. შენ გინდა კი, მაგრამ მე არ მჯერა იმისა, რომ მთლად შეგიძლია მართო ცხოვრება. ხომ ამბობენ, რაღაც გიწერია, შენ ესე უნდა იყო, არის ცხოვრების გარკვეული მომენტი, კვანძოვანი წერილი, სიკვდილ-სიცოცხლის და თუ გადარჩი, აგრძელებ, სხვაგან მიდიხარ…
გატაცებული ვიყავი ფულის გამოძალვის მიზნით… ჩემი სამსახური განაპირობებდა ექსტრემში ყოფნას. როცა საგანგებო შტაბში ხარ… იყო დაჯგუფებები თბილისში, არა კანონი და არაფერი არსებობდა.
ერთადერთი რასაც შეცვლიდი, რომ შეიძლებოდეს ჩემ მშობლებს გავაცოცხლებდი. ვიცი, სად მიდიან, რანაირად, როგორ, მაინც ჩემთან ერთად რომ არ არიან, ძალიან მძიმეა.”
კომენტარები