კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. მოლდოვას დედაქალაქში იმყოფებიან 47 ქვეყნის ლიდერები, მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი.
მოლდოვაშია საქართველოს პრემიერიც. ჯერჯერობით უკრაინის პრეზიდენტსა და ღარიბაშვილს შორის მისასალმებელ ეტაპზეც კი არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ღარიბაშვილი მისგან განცალკევებით დგას.
შეხვდება თუ არა საქართველოს პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტის ფარგლებში ჯერ უცნობია. სამიტი ცოტა ხანში დაიწყება და ის დახურული იქნება.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები