ზუგდიდში ისევ დაპირისპირებაა.
“ენმ”-ის წევრი, ანი წითლიძე ამტკიცებს, რომ მან იპოვა ბლოკნოტი, სადაც იპოვნა საჯარო მოხელეების სია პირადობის მოწმობებით:
“სასწაული მოუვიდა ქართულ ოცნებას, ღმერთიც კი ქართული ოცნების წინააღმდეგაა, დარჩა თინა კაკაჩიას ბლოკნოტი, ეწერა საჯარო მოხელეების სახელები და გვარები, ეს ადასტურებს იმას, რომ მათ აიძულებენ და ემუქრებიან, ოჯახის წევრებით, პირადი ნომრებით, ჩამოწერილი იყო სია მოქალაქეების პირადი ნომრებით და ასევე იყო ბუღალტერია, რომლის დათვალიერებაც ბოლომდე ვერ მოვასწარით.”
თინა კაკაჩია (კომისიის წევრი), კი ამტკიცებს, რომ მას ბლოკნოტი და 20 ლარი მოპარეს
“მე არჩევნებში ვარ ჩართული, საჯარო მოხელეების არც ერთი არა მაქვს, ვერაფერს დამიმტკიცებენ. აღიარებთ რომ მომპარეს ბლოკნოტი ჩანთიდან და 20 ლარი?”
კომენტარები