მომღერალი სცენას ტოვებს. ამის შესახებ ის გადაცემა „სიკეთე მარტივიაში“ ისაუბრებს ვრცლად, თუმცა როგორც გადაცემის ანონსიდან ვიგებთ შესაძლოა სურამელაშვილმა ქვეყანაც დატოვოს.
ამ ეტაპზე უცნობია უკავშირდება თუ არა მისი სცენიდან წასვლა საყვარელ ადამიანს.
მომღერალმა გია სურამელაშვილმა თოქ-შოუ „პროფილში“ რამდენიმე კვირის წინ საიდუმლო გაამხილა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს საყვარელ ადამიანს დაშორდა. მომღერალმა გადაცემაში ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა, მისი დამშვიდება გადაცემის წამყვანს მოუწია.
კომენტარები