პარტია “ტრიბუნას” დამფუძნებელი და ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:
“გიგა ბოკერია არის ოპოზიციის ყველაზე დიდი მტერი!
ამიტომ ვაცხადებ საჯაროდ, რომ ბოკერიას პოლიტიკაში არსებობა უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და პირადად მე შევუწყობ ამას ყველანაირად ხელს!
სწორედ ბოკერიას უშუალო მონაწილეობით და ხელშეწყობით ჩაიშალა და დასრულდა ყველა ოპოზიციური ერთობა, რაც კი არსებობდა და ყველგან საკმაოდ მკაფიოდ ერია „ქართული ოცნების“ ხელი.
ამ არჩევნებს ჩვენ და დანარჩენი ოპოზიცია ვუყურებთ როგორც რეფერენდუმს და არა სადღაც ვიღაცის დაბინავებას. ეს კი, მკაფიოდ ჩანს ნიკა მელიას და „ნაციონალების“ მხრიდან – მათ პირდაპირ უარი თქვეს თბილისის ყველა მაჟორიტარზე და ეს გვაერთიანებს ჩვენ.“
კომენტარები