ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე, “რუსთავი2”-თან ამბობს:
“რაიონებში, ზოგ კლინიკებში, მისულ პაციენტებს არ ცრიან რაღაც ქრონიკული დაავადებების გამო. ესენი არ წარმოადგენენ “ფაიზერით” ვაქცინაციის უკუჩვენებას. ერთადერთი უკუჩვენებაა, ანამნეზში ანაფილაქსიური შოკი. ასეთი პაციენტი ბევრი არ არის.
ვთხოვ ყველას, პაციენტებს ნუ აბრუნებენ უკან!
თუკი მას ანაფილაქსიური შოკი არ ჰქონია, ყველა პაციენტი უნდა იქნეს აცრილი!
“პაციენტები, რომლებიც შემოდიან კლინიკაში პრაქტიკულად არიან უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გუშინ მივიღეთ ჩვენ 19 ახალი პაციენტი და მინდა გითხრათ, რომ ცხრამეტივეს მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და საჭიროებდა ჟანგბადს მაღალი კონცენტრაციით. თუ ასე გაგრძელდა და ასეთი მაჩვენებელი იქნა, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ რაც მეტია დაავადებულთა რიცხვი, მით მეტი იქნება მძიმე პაციენტების რაოდენობა და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ამასთან გამკლავება,” –
კომენტარები