“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, ავრცელებს მეუფე საბას ვიდეოს და წერს:
“2 მილიონამდე ლარის ღირებულების 8 მანქანა გამორჩა ეტყობა, მარტო პრეზერვატივები – ემცხეთა, კარგი. პრეზერვატივების ამბავსაც მოვუყვებით შემდეგ შაბათს
ps საცდური იმისგან მოდის, და ღმერთთან მისვლას ის აბრკოლებს, ვინც ქურდებისგან საჩუქრებს იღებს და ვისაც რვა მანქანა ყავს და ერთის დატოვების და სხვების ღარიბებისთვის მოხმარების ნაცვლად, რვავე უძვირეს მანქანას სერიების და ნომრების მწკრივში აქცევს. ასეთს ვინ დაუჯერებს, რომ მასზე გადის ღმერთამდე მიმავალი გზა? კაცი, რომელიც თავისი პირადი მაგალითით გვეუბნება, რომ ღმერთამდე მარტო მერსედესით მიხვალ.”
კომენტარები