გადაცემა „ყვითელი ყუთის“ სტუმარი პოლიტიკოსი ეკა ბესელია იყო, რომელსაც მისი ცხოვრების ტრაგიკული სიყვარულის შესახებ პირველად ისაუბრა:
„პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, როგორც ადვოკატი. ის პერიოდი ჩემთვის რთული იყო, რადგან მაშინ პირველი ოჯახი დამენგრა. მარტო ვიყავი. ის ადამიანი ძალიან დამეხმარა. როგორც დამწყებ იურისტს, მასწავლიდა როგორც დამწყებ იურისტს, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორ უნდა გამევლო სირთულეები. ეს იყო სულ 8-9 თვე. მაგრამ ეს იყო იმდენად დიდი პატივისცემით და სიყვარულით დატვირთული დამოკიდებულება… მსგავსი არაფერი მინახავს მას შემდეგ, ამდენი წელი გავიდა.. ის ადამიანი ცხრა თვეში გარდაიცვალა. ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო, ყველაზე დიდი მეგობარი. ეს ისეთი სტრესი იყო. მე იმ დროს 25 წლის ვიყავი მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი მაშინ, ვინც შეიძლება მყოლოდა, ყველაზე დიდი მეგობარი და ვისაც ყველაზე ძალიან ვუყვარდი. ასეთი ფაქიზი დამოკიდებულება, არასოდეს მიგრძვნია მას შემდეგ. სულიერი კავშირი იყო ეს. პირველი, რამაც ამ სტრესიდან გამომიყვანა გამახსენდა, რომ ციხეში დისშვილი დარჩა, რომელსაც იცავდა. ვერ მოასწრო მისი ციხიდან გამოყვანა. გამახსენდა, რომ პატარა მერაბიკო ციხეში დარჩა, ვერ ვდგებოდი ფეხზე, ამისთვის ავდექი და დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა. ჩხუბის ამბავზე იყო დაჭერილი. რამდენიმე თვეში საოცრება მოხდა და ციხიდან გამოვიყვანე. რაღაც არამიწიერი, რომ გეხმარება, ისე მოხდა, ხომ შეიძლებოდა ვერ გამომეყვანა. ძალიან კარგი მოსამართლე შემხვდა, არაჩვეულებრივი ადამიანი…
ერთ დღეს მოვდივარ პავლოვზე, კორპუსთან დგას მისი მანქანა, ჩაირთო სიგნალიზაცია, რომ მივუახლოვდი, ამ ხმაზე გამოვიდა მანქანის ახალი პატრონი, ისე განვიცადე ემოცირად. მივედი, ვკითხე ვინ იყო, ვუთხარი, თუ ოდესმე დააპირებთ ამის გაყიდვას, არავის არ მისცეთ-მეთქი, მე ვიყიდითქო, გადის რამდენიმე თვე და მირეკავს ეს ბიჭი, დაუჭერიათ, რაღაც პრობლემა იყო, ამ მანქანის გაყიდვა დამჭირდება და უნდა გავყიდოო. როგორ ჩავედი საჩხერეში არ მახსოვს, ვიყიდე ეს მანქანა, სადამდეც გაძლო, იქამდე მყავდა. იმ მანქანაში გარდაიცვალა, მაგიტომ ვეძებდი იმ მანქანას… მე ეგეთი რამეების მჯერა…
პირველი ადვოკატურაც მის სახელზე გავაკეთე.
პირველი საქმე რომ დავამთავრე, ერთ თვეში, არავინ მიცნობდა მაშინ, დამწყები ვიყავი, იდგა ადვოკატურის ოთახში და გამოაცხადა, დაიმახსოვრეთ, 3 წელი უნდა, 3 წელიწადში ეს პატარა გოგო ყველას გააცნობს თავს და დაამახსოვრებსო.”
კომენტარები