ჩოხატაურში აქცია დასრულდა, ისინი შეთანხმდნენ, რომ ხვალ, მუსლიმთა ლოცვის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
ფირუზ წულუკიძემ, რომელიც ბუკნარში აჭარიდან ჩავიდა, მოთხოვნა წააყენა:
“1 ადამიანი ეკლესიიდან, 1 ადამიანი მუსლიმი თემიდან, 10 ადამიანი მართლმადიდებელი მრევლიდან, 10 ადამიანი მუსლიმი მრევლიდან, 1 ადამიანი სახელმწიფოს წარმომადგენელი. უნდა მოხვდეს შეხვედრა… გაიგონ, რომ რამე მოხდეს, აგერ ფაქტები იქნება, რა შეთანხმება იქნება მიღწეული… ხვალ შევხვდეთ და დალაგდეს…”
აქციის მონაწილეებთან მივიდა საქართველოს მუფთი:
“ძალიან სამწუხაროა, ის რაც სოფელ ბუკნარში მოხდა, მე გახლდით იმ საღამოს ჩამოსული, გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ადგიობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პრობლემა არ იქნება… ლოცვები გაგრძელდება”
მუფთის სიტყვას დაპირისპირება მოჰყვა და მას საუბარი შეაწყვეტინა ფირუზ წულუკიძემ:
ჩვენ გვერდში დასადგომად უნდა იყო ჩამოსული… ვერ დავინახეთ ეგ… ახლა მოხვედი და რაღაცა დიპლომატიას გვიკითხავ, ჩვენ გვინდა მუსლიმანური გვერდში დგომა, იმდენი ხოჯა და იმამია, გამოგეგზავნა, დამდგარიყო ჩვენ გვერდით…
შენ თუ სუსი და მაგენი გაშინებენ, აგერ ვართ ხალხი…
ჩვენი ინტერესები უნდა დეიცვენ… კაბინეტში კი არა, აგერ დადექით საჯაროდ, ჩვენი ინტერესები დაიცავით და დაგიდგებით გვერდზე… იქ არ შეხვიდე, იგენი არ არიან ღირსი…
როგორც ვიდეოშივე ნახავთ, ყველაზე მეტად აქტიურობს და ბუკნარელი მუსლიმი მრევლის სახელით საუბრობს, ფირუზ წულუკიძე.
ვინ არის ფირუზ წულუკიძე და რა ვიცით მის წარსულზე – ამ მასალაში შეიტყობთ.
კომენტარები