ჯორჯიან თაიმსის ეთერში, მუსიკოს მამუკა ჩარკვიანს, ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ იმ თანხაზე ჰკითხა, რომელიც მამუკას ოპერაციისთვის იქნა გადარიცხული.
მამუკა ჩარკვიანის პასუხი:
“სიმართლეა, კი, ბატონმა ბიძინამ გადმომირიცხა საოპერაციო ფული. რომ ჩავფრინდი, მეორე დღესვე გამიკეთეს ოპერაცია, ფული უნდა მქონოდა, ესეთი წესია, იხდი – იკეთებ. გადმომირიცხა ფული და დიდად მადლობელი ვარ. მაშინ მამა ცოცხალი იყო, მამამ დარეკა… პირველად რომ იყო პრემიერი, იმას უთხრა, ბიძინას მინდა დაველაპარაკოო. ბატონ ბიძინას ვეტყვიო და ცოტა ხანში რომ გადმორეკოთო, მამაჩემმა უთხრა, ცოტა ხანში, მამუკა აღარ იქნებაო… ეგეთი სიტუაცია იყო. რამდენი გნებავთო, უთხრა და გადმორიცხეს, კულტურის სამინისტროდან…
მე მადლიერი ვარ. უმადურსო… უმადური არ უნდა იყოს კაცი, მე მადლობა გადავუხადე მას… იმისთვის კი არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრება იქ იჯდეს, გადავუხადე მადლობა, სიკვდილისგან მიხსნა და კიდევ ვუხდი ამ მადლობას. მოვიდეს ცოტა აზრზე. შეცვალოს რაღაცა.”
კომენტარები