მუსიკოსმა მაია კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში, დაწერა:
“ვინც ვერ მიტანდით მთელი ცხოვრება და გინდოდათ ჩემი განადგურება გილოცავთ თქვენ გაიმარჯვეთ.
…
“პირველად შევაწყდი, შვილი რომ გამიძალიანდა და ცოტა უზრდელად მოიქცა, შოკში ჩავვარდი, 18 წლისაა, ალბათ ასაკის ბრალია. ამას იმიტო ვხსნი, რომ ვიღაცას არ ეგონოს, რომ ვიღაცა კაცისთვის გავმწარდი. არ ვაპირებ სიცოცხლის ხელყოფას, არ იდარდოთ, ღმერთმა დამიფაროს.
ჩემი შვილისგან პირველად გავიგე არასასიამოვნო სიტყვები, მერჩივნა ყურები მოეძრო ღმერთს, ცოტა გინება რაღაცეები,… როცა მთელი ცხოვრება ვამაყობდი, რომ შვილები მყავდა ზრდილობით აღსავსე. ბავშვებო, გთხოვთ, აღარ შეიგინოთ არასოდეს, ყველაზე მძიმე მოსასმენია გინება. თავი ვიგრძენი ყველაზე სუსტ დედად. იმედი მაქვს ჩემი ორი შვილი იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზრდილობა ჩემთვის, ამის მერე მოდის ყველაფერი. ცოტა ვინერვიულე და ხალხს ეგონა, ვიღაცისთვის, რაღაცისთვის, ამიტომ ავხსენი.
ის ასაკია, რო კაცობას ამტკიცებენ, ამტკიცებენ, რომ მაგარი კაცები არიან, საკუთარ თავს იმკვიდრებენ და ალბათ, ეს ამბავია.
მეც ვიგინები, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მიხდება… არის ადამიანი, ვისაც საერთოდ არ უხდება, არ უნდა ამოუვიდეს პირიდან. იმედია, მოისმინეს დათუნა და ცხოვრებაში აღარ შეიგინება, დათუნასი არის მუსიკა, კეთილშობილება, ადამიანობა – ეგ არის დათუნასი.
მეგობრებო, ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულოთ, თავს არ ვიკლავ, არც მოვიკლავ, ჯერ არც ისეთი ბებერი ვარ, რომ აქ დავასრულო. დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის.”
კომენტარები