„იმედის დღემ“ Tesla Motors-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის დედასთან, მეი მასკთან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა. მოდელი, მწერალი, დიეტოლოგი ჟურნალისტს თავის ახალ წიგნზე ესაუბრა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც გამოიცა.
„სოციალურ ქსელში აქტიური ვარ. ხშირად მომდიოდა შეტყობინებები, რომ ჩემი წიგნის წაკითხვა საქართველოშიც სურდათ. გადავწყვიტე, მეტი გამეგო თქვენი ქვეყნის შესახებ. ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე. ძალიან მოვიხიბლე მისი ისტორიით და კულტურით. Twitter-ზე დავდე, რომ გამომცემლობას ვეძებ. მალე ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ და წიგნიც მალევე ითარგმნა. მიხარია, რომ ის უკვე ქართულენოვანი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია“, – ამბობს მასკი.
მეი მასკის წიგნი სახელწოდებით „ქალი ისახავს მიზანს – ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზისა და წარმატებისთვის“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ჰყვება, როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.
კომენტარები