„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია სეზონის პირველ გადაცემაში, ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ საუბრობს:
“ყვავილები უყვარდა დედას. ჩვენი სახლის აივანზე ყოველთვის ყვაოდა ჭერამდე ასული პატარა თეთრი ვარდები. თეთრ ვარდებს ლურჯი და ისამნისფერი ხვართქლა ერეოდა.
ძალიან ადრე იღვიძებდა, ვარჯიშობდა, საუზმეს გვიმზადებდა. გამორჩეულად ენერგიული, პრინციპული ადამიანი იყო ყოველთვის.
ყველას აინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ბოლოს უბერებელი ჯულიეტა ვაშაყმაძე. სრულიად ჭაღარა, თეთრი, დაპატარავებული, საშინლად გამხდარი. უკანასკნელ დღეებში უცებ ჩამოდნა.
ანჩისხატში დავასვენეთ დედა. სიმშვიდე იყო ტაძარში, მამაჩემი ტიროდა, ოღონდ ძალიან ჩუმად, დედაჩემი სურათს უყურებდა და იმეორებდა იმავე სიტყვებს – ჩემი ლამაზი, ჩემი ლამაზი…
მისი საფლავი უამრავი ყვავილით გაივსო. იქ იდგა დიდი გვირგვინი, რომელსაც ეწერა – საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან. იდგა ყვითელი თაიგული, რომელსაც ეწერა ბუბა კიკაბიძისგან, იყო სხვადასხვა ადამიანისგან მოტანილი ძალიან ბევრი უსახელო ყვავილით, მაგრამ არ იყო 1 თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელიც ეწეებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არავის მოუსამძიმრებია.”
კომენტარები