სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში, სასოწარკვეთილი კურიერის წერილი ვრცელდება ფოტო-ვიდეოსთან ერთად:
ვარდებს რომ აგზავნით, იქნებ, მისამართიც ზუსტად იცოდეთ
მითითებულ ნომერზე არ პასუხობენ და აივნებქვეშ ვიღაც გოგოს უკვე 20 წუთია ველოდები რომეოსავით
კი არ ცივა, მაგრამ, მაინც – საქმეები მაქვს, იქნებ სქროლავდე და ჩამოხვიდე”
მართალია პოსტი ცოტა ხნის წინ აისახა ჯგუფში, მაგრამ იგი რამდენიმე საათის წინ არის დაწერილი და იმედს ვიტოვებთ, საბოლოოდ, ვარდები ადრესატამდე მივიდა.
კომენტარები