ყველასათვის საყვარელი მსახიობი ნანუკა გულუა, იგივე დოჩი რამდენიმე კვირის წინ დაოჯახდა.
მსახიობმა გადაცემაში „სთორი“ მისი სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრა, როგორც აღმოჩნდა ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნეს, თუმცა ნანუკას ქმარს გაცნობამდე ასეთი სიტყვები უთქვამს:
„არ მინდა მისი გაცნობა, რადგან დოჩის გაძლება და ატანა არც ერთი წამით არ იქნება შესაძლებელიო“, თქვა ნანუკამ გადაცემაში.
ერთმანეთი 8 თვის წინ გაიცნეს და დღეს უკვე ცოლ-ქმარი არიან.
„ისე გავთხოვდი, რომ არც მიყვარხარ უთქვამს და არც მუხლზე დაჩოქილი უთხოვია ხელი, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და არასერიოზულად მოხდა და დღეს უკვე გათხოვილი ქალი ვარ. როცა კოვიდი მქონდა, მაშინ მოვიდა ჩემთან ოთახში, ჩემს გასართობად“ – ამბობს მსახიობი.
კომენტარები