სკანდალური კადრები გლდანის ციხიდან, რომელსაც ტვ პირველი ავრცელებს. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ საკანში პატიმარი თანამესაკნეს ჯერ მარილს აყრის, შემდეგ აბულინგებს. საკანში დაწყებული კონფლიქტი აბანოში გაგრძელდა, სადაც პატიმრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
4 ინსპექტორი, რომელიც ციხეს აკონტროლებდა, შესაძლოა, თავად ამოჩნდეს საკანში. მათ ბრალი სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის წაუყენეს.
ტვ პირველთან პენიტენციური სისტემის ყოფილი თანამშრომელი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ გლდანის ციხის სამასზე მეტ კამერას ციხის მხოლოდ ხუთი თანამშრომელი უყურებს, რის გამოც პატიმრების გაკონტროლება შეუძლებელია.
“ვერაფერს კანონსაწინააღმდეგოს იმ საკანში ვერ ვხედავდი, რეალურად, კი, თურმე დამამცირებელი მოპყრობა ხდებოდა. 2-2 საათი რომ დაგვესვენა, ვინც ისვენებდა იმათ 30 კამერას ვიმატებდით. შეგვაწმინდა ხელი, შეიძლება ითქვას, რომ გაგვწირეს.
პეტიციით მივმართეთ თეა წულუკიანს, რეაგირების გარეშე დარჩა, ჩვენი დანაშაული რა არის ვერ ვხვდები” – ამბობს ციხის ყოფილი თანამშრომელი.
ყოფილი თანამშრომლების თქმით, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამსახური დატოვა და გლდანის ციხე, და არა მხოლოდ, ახლა მონიტორინგის გარეშეა დარჩენილი.
კომენტარები