პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა:
„გივი ჭიჭინაძესაც და იმ ნანუკასაც ჩემზე მეტი შანსი აქვთ გამარჯვების. მიუხედავად იმისა, რომ ჭიჭინაძეს პატივს ვცემ, კაი კაცია, კაი სიმღერა იცის და ცეკვაც, მაგრამ დეპუტატობით არ ვარგა.
ვისაც მიშა უყვარს და ის ვისაც იტყვის მხარი დაუჭირეთო, მისი ამომრჩევლისთვის ისინი ყველა კარგები არიან და მათ უნდა მისცენ ხმა. რეალურად ნანუკამ რატომ უნდა მომიგოს წყალტუბოში?! კარგი გოგოა, კარგი ჟურნალისტი და ღმერთმა გაუმარჯოს, ნამდვილად სიმპატიით ვარ ნანუკას მიმართ, მაგრამ წყალტუბო ვანო ქუთაისი და ხონი, არ უნახავს ალბათ თვეებია.“
კომენტარები