სოციალურ ქსელში დათო ზუკაკიშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ასახავს, როგორ იწვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია. ვიდეო სულ ახალია, ის რამდენიმე წუთის წინ განთავსდა სოციალურ ქსელში.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური, თუმცა ჯერჯერობით ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
კომენტარებში პოსტის ავტორი წერს, რომ 15 წუთი იყო ადგილზე და სახანძრო ისევ არ იყო მისული.
მოგვიანებით, კომენტარებში სახანძრო მანქანის ფოტოს აქვეყნებენ წარწერით:
“საოცარი სახანძრო მოვიდა, ერთი და კომუნისტების დროინდელი”
კომენტარები