ალეკო ელისაშვილი, ავრცელებს ვიდეოს:
“ცხვირი გაავს? გავს!
ხმაური გაავს? გავს!
და კიდევ ერთი კითხვა ნიკანორ მელიას …
მინდა გულითადი მადლობა ვუთხრა რეზო ამაშუკელს, რომელმაც დამარქვა თრიალეთის კოდალა.
გარდა იმისა, რომ დიდი ცხვირი მაქვს, ასეთი ტვინისბურღი ხალხი ვართ და უნდა გავუბურღოთ ტვინი ოცნებასაც და ოპოზიციასაც”
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა დღეს კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა:
“ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებში “ქართულ ოცნება”პირველ ადგილზე გავა – ხმების 46%-ს აიღებს თუ 43%-ს, არ ვიცი, ლელა კაკულიას როლსა და ფუნქციაში ვერ შევალ.
„გირჩის” ვიცე-მერობის კანდიდატი 20 წლის ბიჭია. რა წარმოდგენა აქვს მას თბილისის პრობლემებზე?! ასეთი დამოკიდებულებით ეს ეკლექტური გაერთიანება შორს ვერ წავა”
კომენტარები