ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
რუსული მედიის ცნობით, ეს პირობა მათ პეტერბურგის ეკონომიკის ფორუმზე დადეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარების ინიციატივა, გრიგორი ლეპსთან და ნიკოლაი ბასკოვთან ერთად, კიდევ ერთმა მომღერალმა – ვლადიმერ კისილიოვმა გამოთქვა.
“ჩვენ იქამდე დავეხმარებით ჩვენს მებრძოლებს, ვიდრე ცოცხლები ვართ, ვიდრე შეგვიძლია ჩვენი სამშობლოსთვის მოვკვდეთ…” – აღნიშნა გრიგორი ლეპსმა.
ლეპსმა რუსეთის არმიას საბჭოთა არმია უწოდა, და შემდეგ სცადა ნათქვამის გამოსწორება.
ბასკოვმა კი განაცხადა, რომ იმედი აქვს, მათი ფული ყველა უკრაინულ ტანკს ეყოფა.
რუსული მედიის ცნობით, როგორც გრიგორი ლეპსი, ასევე ნიკოლაი ბასკოვი დონბასში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ კონცერტიც გამართეს და რუსი ჯარისკაცები მოინახულეს.
კომენტარები