ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავს ცხედარი სამხარაულის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.
სახლში ცხედრის დაბრუნება ისეთი პომპეზურობით აღარ მომხდარა და ასობით პოლიციელი აღარ იყო ამჯერად მობილიზებული.
გარდაცვლილის ცხედრის პირველადი დათვალიერება დასრულდა.
ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.
კომენტარები