საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს შვედეთის ქალაქ სოლნაში „ფრენდს არენაზე“ მართავს.
შვედეთი-საქართველო, სასტარტო შემადგენლობები:
შვედეთი (4-4-2): ნორდფელდტი – ლუსტიგი, ლინდელიოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი – კულუშევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლაესონი – ისაკი, იბრაჰიმოვიჩი.
საქართველო (4-3-2-1): ლორია – ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია – ლობჟანიძე, კვარაცხელია – ქვილითაია.
14′ წუთი. გიორგი ქვილითაია კონტრიერიშის შემდეგ შვედების საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ იოლად მიიღო.
14′ წუთი. საპირისპირო იერიში შვედებსაც სახიფათო გამოუვიდათ – დეიან კულუშევსკიმ საჯარიმოს კუთხიდან ძლიერად დაარტყა. ლორიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
25′ წუთი. ალექსანდერ ისაკი ახლოს იყო გოლის გატანასთან, თუმცა გიორგი ლორიამ მეორედ გადაარჩინა საქართველო გოლს.
35′ წუთი. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საქმე მაინც გააკეთა – ეფექტური გადაცემა კლაესონმა გოლად აქცია. 1:0 – დაწინაურდნენ მასპინძლები.
პირველი ტაიმი შვედეთმა მინიმალური სხვაობით მოიგო.
წყარო – 1ტვ
კომენტარები