წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა ლიტერატურულ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია: ,,მადლი რქათ ადგა ღვთისაო“, ვაჟა-ფშაველას პოემის ,,ალუდა ქეთელაურის” მიხედვით.
მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები.
ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინა ანსამბლ ,,მამულის” სოლისტმა ლუკა კვიციანმა /ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თორია, ნახატის ავტორი: მარინე კვარაცხელია.
საღამოს ორგანიზატორი და სცენარის ავტორი გახლდათ სოფო-თეო კვარაცხელია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დარგის კურატორი ქ/ნ თამარ ბელქანია.
კომენტარები