კვირას ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პოლიციამ ქალაქის ყველაზე დიდი “ნარკოტიკული ბანდის” 12 წევრი დააკავა. სამართალდამცავებმა 600 კილოგრამი კოკაინი და იარაღის არსენალი, მათ შორის რევოლვერები და იაპონური ხმალი ამოიღო.
გარდა ამისა, პოლიციამ რეიდების დროს ამოღო 700 000 ევრო ნაღდი ფული, 20 ძვირადღირებული მანქანა, მათ შორის 250 000 ევროს ღირებულების წითელი “Ferrari”.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს დაჯგუფების მაროკოელი ლიდერი დააკავეს, რომელსაც ინტერპოლი წლების განმავლობაში ეძებდა.
კომენტარები