საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ოპოზიცია ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით დადგა. პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარი ფაქტის გამო ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
ერთ-ერთი დეპუტატი მაგიდაზე ავიდა, თუმცა, ის მალევე ჩამოიყვანეს.
დაპირისპირება იყო დეპუტატებს შორისაც, მათ გაშველებას ცდილობდა მამუკა მდინარაძე.
თინა ბოკუჩავა ცდილობდა გომელაურთან მისვლას, თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა. ოპოზიციონერი დეპუტატები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით იყვნენ მისულნი, თუმცა, მათ ისინი წაართვეს, პირდაპირი გაგებით…
კომენტარები