წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების ხელახალი განხილვა მიმდინარეობს. საკუთარი ხმების დასაცავად კომისიაში მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი
სამართალდამცველებს საოლქო კომისია პიკეტირებული აქვს და ნანუკა ჟორჟოლიანი კითხულობს: ““მაინტერესებს, ესებუას ამდენი პოლიციელი თუ აკავებდა ზუგდიდში”
“ჩემი მხარდამჭერები ვერ შემოვლენ ეს კანონის დარღვევაა, თუმცა მე, როგორ კანდიდატს მაქვს უფლება შევიდე იმიტომ რომ აქ იხილება ის საჩივრები, რომლებიც დაწერილია ჩვენი წარმომადგენლების მიერ …მინდა ნიჟარაძეს, თამარ ჟვანიას ლეკვს ვკითხო, ვინ არის ის 6 ათასი ადამიანი, რომლებიც არჩევნებამდე 24 საათით ადრე გაჩნდა სიაში…
კანონიერმა ქურდებმა და ძველმა ბიჭებმა ჩაატარეს არჩევნები. ხონში განსაკუთრებით. წყალტუბოში მორჩენილმა ოჯახის წევრებმა, სამტრედიაში იყიდეს – ამბობს ჟორჟოლიანი.
მისივე თქმით, ამ დრომდე საოლქო კომისიას მისი წარმომადგენლების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
კომენტარები