საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მოწინააღმდეგეთა გუნდის ფეხბურთელმა გორან პანდევმა გოლი 56-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.
მატჩის დასრულების შემდეგ საკონფერენციო დარბაზში მაკედონიელებმა გამარჯვება სრული ანშლაგით აღნიშნეს. გამარჯვებით გახარებული ფეხბურთელები მაგიდაზეც ავიდნენ.
ქართველმა ჟურნალისტებმა კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ბოიკოტი გამოუცხადეს.
პრაიმტაიმი
კომენტარები