სოციალური ქსელის მომხმარებელი, მირიან ჩარკვიანი ვიდეოს ავრცელებს და წერს:
დღეს Trader Joe-ში შევედი, მანჰეტენზე, ვესტ საიდზე.
პროდუქტების შეძენისას საუბარში აყოლილმა მოლარემ ეროვნება მკითხა. ვუპასუხე, პატარა ქვეყნის შვილობით დარცხვენილმა, ამ სიტყვის სევდიანი და ამრიგად, ფაქიზი მნიშვნელობით, საქართველოდან-მეთქი.
ილინოისელმა ჯეკი-ჯონმა, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, პირველ ჯერზე იმღერა ,,ჰადილო”, მეორე ჯერზე-,,წინწყარო”.
დილა მშვიდობის.
კომენტარები