“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მშვიდობის ქუჩაზე, “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელი გაანგრია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილის მეპატრონის თქმით, მან მანქანა სამრეცხაოში დატოვა და რა მოხდა არ იცის. მამაკაცი რომელიც სხვის ავტომობილს მართავდა სავარაუდოს ავტოსამრეცხაოს თანამშრომელი იყო, ადგილობრივების თმით ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ასევე არ ჰქონდა მართვის მოწმობა.
ვიდეო – ინფო რუსთავი
კომენტარები