რამდენიმე წუთის წინ “ტვ პირველის” ბრიფინგზე, ნოდარ მელაძემ თქვა:
“მადლობა ყველა იმ კოლეგას, ვინც გულწრფელად დგას ჩვენ გვერდით. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოში გადასარჩენია მედია, თავისუფალი სიტყვა, რომელსაც ბრძოლა გამოუცხადა ხელისუფლებამ.
ამ განჩინების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურას მომდევნო 30 დღის განმავლობაში ნებისმიერ დღეს შეუძლია შემოვიდეს ტელევიზიაში.
მათი განზრახვა არ არის, რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდეს, მათი მიზანია “ინფორმატორის” დადგენა, ვინც გადაწყვიტა, რომ სისტემა ემხილებია.
როდესაც საქმე ეხებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმე, მაშინ არანაირი განჩინებით, არანაირი იძულებით ტელევიზიაში არავინ შემოსულა, დაგვიკავშირდნენ, მივედით, მივაწოდეთ ინფრომაცია, წყაროსთან დაკავშირებით გამოვიყენეთ ის უფლება, რომელსაც გვაძლევს კანონი.
დღეს ჩვენ ვნახეთ სრულიად სხვა მოცემულობა და და გვრჩება აღქმა, რომ მოსამართლის ამ განჩინების მიზანს წარმოადგენდა მედიის ტერორი და დაშინება, რომ ჩვენ არ მოვამზადოთ და არ გამოვიძიოთ ამბები, რომელიც დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას. სანამ ეს არხი ეთერში უჩვენებს, იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ მაუწყებლობას, როგორც ვმაუწყებლობდით.
დღეს ყველა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა მოიკვლიოს, გამიძიოს და მაყურებელს უჩვენებს ფაქტები.
ჟურნალისტის უფლებაა, იმუშაოს პროსამთავრობო ტელევიზიაშიც, უბრალოდ წლების შემდეგ, ისტორია შეაფასებს ვინ ვიდექით სწორ მხარეს.”
კომენტარები