დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ფორმულას” ეთერში, კითხვაზე, ხომ არ შეუშალა ხელი იმუნიზაციის, ვაქცინის პროპაგანდის ბანერზე, პოლიტიკური ბანერის გადაკვრამ, გააღიზიანა.
“მალაპარაკეთ ვაქცინაციაზე და არა ბანერებზე. ბანერები დავგმეთ, მორჩა!
თქვენ ხო მე იმიტომ მჭირდებით, რომ მივაწვდინო ხმა მოსახლეობას? მალაპარაკებთ ბანერებზე, საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად.
ნახეთ, თქვენ ლაპარაკობთ ბანერებზე, ხალხს ვაქცინაცია აინტერესებს და არა ბანერები.”
კომენტარები