უხანში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, რომელმაც არ დატოვა ჩინეთი, იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
ნინი დავლიანიძე ტვ “პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ უხანში მდგომარეობა უცვლელია, თუმცა ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.
“რაც შეეხება დეზინფექციის წესებს, თუ გამოვიყენებთ ხელთათმანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ შევეცდებით მოვერიდოთ სხვადასხვა ობიექტებს შევეხოთ ხელთათმანის გარეშე, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
ჩემივე უსაფრთხოებისთვის მოვიმარაგე საკვები და სასმელი. საქართველოს არ ემუქრება საფრთხე კარანტინის, მე ვფიქრობ, არც გავრცელების ვირუსის და ამიტომ, ეს საქციელი, რაც ფოტოები ვნახე (გულისხმობს წუხელ გავრცელებულ ფოტოებს, მაღაზიაში გადაღებულს) – გაუმართლებელია.”
კომენტარები